არჩევნები 2024

კუპრაძე: იმ ადამიანებთან კომუნიკაციის დისკომფორტი არ გვაქვს, ვინც წარსულ შეცდომებს ხედავს

ბექა ოდიშარია ჰყავს ხელისუფლებას, რომელიც 2012 წელს ოქტომბრის არჩევნების წინა თვეს ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი იყო და ანზორ ბოლქვაძე აჭარაში ორჯერ იყო ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი და შემდეგ ქართულმა ოცნებამ გადაიბარა... 

ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ცუდი ადგილობრივი ფეოდალური ნაწილი ქართულმა ოცნებამ ისეთი წარმატებით და ისეთი რიხინით გადაიბარა, რომ მე ნაციონალური მოძრაობის დიდ ნაწილს ქართულ ოცნებაში ვხედავ ...

... [ენმ-სგან] ღირებულებითი სხვაობაა ნიკა მელიასთან, ნიკა მელიას ჰქონდა, მაგალითად, ძალიან სწორი პოლიტიკური განაცხადები, მოქმედი თავმჯდომარე იყო და წინა ხელისუფლების შეცდომებსაც და დანაშაულებსაც, მე ამ ორ სიტყვას არ ვერიდები, აკრიტიკებდა. ასეთ ადამიანებთან ჩვენ კომუნიკაციის დისკომფორტი არ გაგვაჩნია, რომელიც წარსულ შეცდომებს ხედავს.

ლელოს ერთერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე რუსთავი ორის ეთერში, ჟურნალისტ ნინო შუბლაძის კითხვაზე, რა ღირებულებითი სხვაობაა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მაგალითად, პარტია ახალის თავმჯდომარეებს შორის, რომელთან მოლაპარაკებებსაც არ გამორიცხავენ, ხოლო ენმ-სთან წითელ ხაზს ავლებენ. 

კომენტარები