არჩევნები 2024

ბეჟაშვილი: მზად ვართ, ნებისმიერ დათმობაზე წავიდეთ - ეს ვერ იქნება პარტიული არჩევნები

[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] ვაცხადებთ, რომ გახსნილები ვართ ნებისმიერი ერთიანობისთვის და მზად ვართ, ნებისმიერ დათმობაზე წავიდეთ. ამ დათმობების მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ეს არჩევნები პარტიული არჩევნები ვერ იქნება, ამ არჩევნებში უნდა წარმოჩნდეს ერთის მხრივ ხალხი და მეორეს მხრივ რუსული ოცნება. ამიტომ, ხალხს უნდა მივცეთ მაქსიმალურად შესაძლებლობა, რომ გამოხატოს ევროპული პერსპექტივებისადმი მხარდაჭერა. ჩვენ პოლიტიკოსებს გვაქვს ვალდებულება, ერთიანობისკენ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ. თუ ეს ერთიანობა არ გამოვა, ბუნებრივია, რომ ჩვენ გვექნება საერთო სტრატეგია, მიდგომები, რომ მოწინააღმდეგე რეალური ამ საზოგადოების, ამ სახელმწიფოსი არის რუსული ოცნება.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა, ლევან ბეჟაშვილმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები