საქართველო-დასავლეთი

ხაბარელი: მაკრონმა ჯერ თავის თავს მიხედოს

ახლა მაკრონმა ჯერ თავის თავს მიხედოს. დილით სხვა განცხადება გააკეთა და თითს გვიქნევდა - საღამოს კი პარლამენტი თვითონ გადააყენა და არჩევნები დანიშნა. იგივე აშშ-ში. ცოტა ხანში ვნახოთ, როგორი განცხადებები გაკეთდება. ყველა საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს. ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვფიქრობთ და ყველაზე უპირატესი და ნომერ პირველი ისაა. იმ 84-მა დეპუტატმა გადაწყვეტილება საქართველოს საკეთილდღეოდ და მისი მომავლისთვის მიიღო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ესაა.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, შოთა ხაბარელი საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებას. ბაიდენი და მაკრონი ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, ქართველი ხალხის სურვილი გაითვალისწინონ და ევროატლანტიკურ კურსს დაუბრუნდნენ. 

 მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის არჩევნების წინასწარი შედეგებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა, მაკრონმა პარლამენტის დაშლა გამოაცხადა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

კომენტარები