საქართველო-დასავლეთი

თვალთმაქცობაა "დემოკრატიის უკუსვლაზე" წუხილი, თან რადიკალების წახალისება - ბოჭორიშვილი

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს 135-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის მიერ TV იმედის, რუსთავი 2-ის და POSTV-სთვის მოლდოვის მიერ აკრედიტაციაზე უარის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, თვალთმაქცობაა "დემოკრატიის უკუსვლაზე" წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ.

"დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება.

თვალთმაქცობაა "დემოკრატიის უკუსვლაზე" წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; "ქართველი ხალხის მხარდაჭერის" მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს, სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება". - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები