თუ განცხადება საკუთრივ მცდარია და არასწორ საფუძვლებს ეყრდნობა, მისი ავტორი როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს, ამ მცდარ არგუმენტებსა და მოწოდებებს მართებულად ვერ გადააქცევს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ვინც საქართველოში არსებული მდგომარეობა რეალურად იცის და საკუთარ დამოკიდებულებებს მხოლოდ ემოციებით არ საზღვრავს, ამ შემთხვევაში, ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ასეთი მოწოდება უბრალოდ არარელევანტურია.
tbl.ge/6t6z
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებას. ბაიდენი და მაკრონი ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, ქართველი ხალხის სურვილი გაითვალისწინონ და ევროატლანტიკურ კურსს დაუბრუნდნენ.
ამავე თემაზე
- თვალთმაქცობაა "დემოკრატიის უკუსვლაზე" წუხილი, თან რადიკალების წახალისება - ბოჭორიშვილი
- კალაძე: ყველაფერი არის ფარსი, ვითომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს აშენებენ
- გორის საკრებულოს თავმჯდომარე: დასავლეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი
- ო'ბრაიენი: საქართველოში ელიტა EU-სა და NATO-ში შესვლისთვის საჭირო რეფორმებს ბლოკავს
- ხაბარელი: მაკრონმა ჯერ თავის თავს მიხედოს




