რუსეთი

ჩრდილოეთ ოსეთში ავიაგამანადგურებელი Су-34 ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპა

ავიაგამანადგურებელი Су-34
TASS

რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ავიაგამანადგურებელი Су-34 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა. 

სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. უწყების ცნობით, თვითმფრინავი გეგმიური საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.

"თვითმფრინავი ადამიანებთან ახლოს არ ჩამოვარდნილა. მიწაზე განადგურებული არაფერია". - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის სამთავრობო მედია ТАСС თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაგამანადგურებელში ორი მფრინავი იყო.

მანამდე, ტელეგრამის არხ Baza-სთან საუბრისას ადგილობრივებმა თქვეს, რომ მთიანი ძურაიკაუს რაიონში თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა. 

კომენტარები