ბონის უნივერსიტეტში ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთში ქართველების გენოციდის შესახებ დისკუსია მოყვა.
დოკუმენტური ფილმი ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა წარადგინა, დისკუსიას კი მოდერაციას ბონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორები - ქრისტიან ჰილგრუბერი და მატიას ჰერდეგერი უწევდნენ.
"ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ევროპული საქართველოს, აფხაზთა კრებისა და თავისუფლების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინაშე ჩადენილი საკაცობრიო დანაშაულების გენოციდად აღიარებას ისახავს მიზნად.





