ევროპარლამენტის არჩევნები 2024

ეგზიტპოლებით, იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მელონის პარტიამ აიღო

REUTERS/Yara Nardi/File Photo

ეგზიტპოლების მონაცემებით, იტალიაში,  პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის კონსერვატიულმა გუნდმა, იტალიის ძმებმა ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო

სახელმწიფო მაუწყებლის, RAI-ის ეგზიტპოლის მონაცემებით, იტალიის ძმებმა ხმების 26-30% მოიპოვეს, ხოლო მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციური დემოკრატიული პარტია(PD)  მეორე ადგილზე 21-25%-ით გავიდა.

სხვა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, 5 ვარსკვლავის მოძრაობამ 10-14% მოიპოვა, ხოლო გარდაცვლილი სილვიო ბერლუსკონის მიერ დაარსებული Forza Italia 8,5-10,5%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა  და პოტენციურად  თავის ძველ მოკავშირეს, ულტრამემარჯვენე ლიგას  აჯობა, რომელმაც ხმების 8-10% აიღო.

2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში პარტია იტალიის ძმებმა მხოლოდ 6.4% მიიღო, თუმცა 2022 წლის ნაციონალურ არჩევნებში ხმების 26% დააგროვეს და პარტიის ლიდერი, ჯორჯია მელონი იტალიის პრემიერმინისტრი გახდა.

კომენტარები