რუსული კანონი

ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა - 7 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.25 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.64 თეთრით. 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8247 ლარია, ერთი ევროსი - 3.067 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.12 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.84 ლარია, ევროსი - 3.07 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 108 700 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 14 თეთრით, ხოლო ევროსთან - 17 თეთრით.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. 

კომენტარები