ევროპარლამენტის არჩევნები 2024

ეგზიტპოლი: ევროპარლამენტის არჩევნებში ნიდერლანდებში ყველაზე მეტი ხმა ვილდერსის პარტიამ აიღო

REUTERS/Lewis Macdonald

ეგზიტპოლების თანახმად, ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნებში პარტიებიდან ყველაზე მეტი ხმა ხეერტ ვილდერსის პარტიამ მიიღო. ვილდერსის პარტიის ლიდერობის მიუხედავად, ნიდერლანდებში მემარცხენე პარტიების ალიანსს ყველაზე მეტი ხმა აქვს.

ეგზიტპოლების მიხედვით, ვილდერსის პარტიამ ევროპარლამენტში 7 ადგილი მოიპოვა, ხოლო მემარცხენე მწვანეების და ლეიბორისტების ალიანსმა 8 ადგილი. ევროპარლამენტის წინა არჩევნებზე ხეერტ ვილდერსის პარტიამ ვერც ერთი ადგილის მოპოვება ვერ შეძლო.

ხეერტ ვილდერსის პარტია ევროპაში ზრდად იმიგრაციას ეწინააღმდეგება. მათ რამდენიმე თვის წინ ნიდერლანდების არჩევნებში გაიმარჯვეს, თუმცა მთავრობის შესაქმნელად სხვა პარტიებთან მოუწიათ კოალიციის შეკვრა. ევროპარლამენტის არჩევნები 6 ივნისს დაიწყო და 9 ივნისს დასრულდება. 

კომენტარები