ვინ უნდა გამოიძიოს, რომ მიმართავს. ჯერ ხომ გასაგებია, რამხელა სირცხვილია ასეთ სისულელეს რომ ლაპარაკობს ქვეყნის დე ფაქტო პრემიერმინისტრი. თუ მთელ ამ სამყაროს მასონები და ტამპლიერები მართავენ, ვინ უნდა გამოიძიოს. ხომ არ არსებობს მათთვის სანდო ორგანო, რომელიც ამას გამოიძიებს და ესენი იტყვიან, რომ ახლა ამათმა რაღაც შედეგი დადეს. ის, რომ ამას აკეთებს, ეს უკვე ძალიან სასაცილოა. ვარჰეისთან, ევროკომისართან ჩანაწერი უნდა აჩვენოს ვიღაცებს, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს. მე არ ვიზამდი მაგის ადგილას.
tbl.ge/6t1v
დაკოპირდა

ამბობს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე TV პირველის ეთერში.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად არის, გამოძიებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია და "მუქარის" ამსახველი მტკიცებულებები "ფიცოს ბედის გაზიარებაზე".
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




