საქართველოში 2012 წელს მოვხვდი - ეს იყო დრო, როცა ქართული ოცნება მოვიდა ძალაუფლებაში; დრო, როცა ბატონმა ივანიშვილმა შექმნა რეფორმატორის შთაბეჭდილება - ეს იყო ოცნება, კარგი ოცნება.
მაშინ ბატონი სააკაშვილი საკმაოდ დრაკონულ ციხის სისტემას მართავდა - ის ციხის სისტემას იყენებდა ხალხის დასასჯელად, რამაც დიდი წინააღმდეგობა და თავისუფლების ნაკლებობა გამოიწვია.
ბატონი ივანიშვილი უკვე თორმეტი წელია რაც ძალაუფლების სათავეშია - მიუხედავად იმისა, რომ ის არც პრემიერმინისტრია და არც პრეზიდენტი, ის არის მთავარი კაცი, მას მიჰყავს შოუ.
არ მიყვარს ხალხის განსჯა, მაგრამ როცა ივანიშვილი პირველად ვნახე, მივხვდი, ის "ოცნება" არ იყო - ის ჰგავდა ბევრ კორპორატიულ, საქმიან ადამიანს, რომელთაც სურთ მართავდნენ ყველაფერს - ავტოკრატის ტიპს, რომლებიც მთავრობებს უყურებენ, როგორც გზას, გააფართოვონ თავიანთი სურვილები და ინტერესები.

![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)



