რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რიაბკოვი: თუ აშშ უკრაინაზე გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, ფატალურ შედეგებს მიიღებს

სერგეი რიაბკოვი

აშშ-ს მიერ უკრაინისთვის ხარკოვთან ახლოს, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების უფლების მიცემის შესახებ საუბრის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი აფრთხილებს აშშ-ს არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს.

"მსურს გავაფრთხილო აშშ-ს ლიდერები იმ არასწორი გათვლების შესახებ, რასაც შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს. უცნობი მიზეზებით, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ მოგერიების სერიოზულობას, რომელიც შესაძლოა, მიიღონ". - თქვა რიაბკოვმა.

რიაბკოვის შეფასებით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებები გაავრცელა და მისი სიტყვები სრული სერიოზულობით უნდა მიიღონ".

31 მაისს, გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ხარკოვის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიცემული იარაღის გამოყენების უფლება ფარულად მისცა. 

კომენტარები