რაღაც ახალი მოიფიქრეს, სრულიად გამაოგნებელი.
მირეკავს ვაიბერში უცხო ნომერი. არ ვპასუხობ. რამდენიმე ზარის შენდეგ ავიღე, ოღონდ ხმას არ ვიღებ, ველოდები გინებას. უცებ ნორმალური ხმით მიწყებს ტიპი საუბარს. ვფიქრობ, რო კლასიკური ზრდილობიანი შესავალია გინების. ანა ხარო? არც ვაციე, არც ვაცხელე, შენ ვინ ჩემი ყლე ხარ-მეთქი)) რატო მკადრებთ ეგეთ რამეს, ხობიდან ჩამოვედი ამხელა გზაზე, თქვენთვის მარწყვი ჩამოვიტანეო და მგონი არ ვიმსახურებო. მეთქი, ვოთ? დავუშვი, იქნებ რამე სხვა ხდება მართლა, ან რამე ეშლებათ-მეთქი და ბოდიშები ვუხადე. ისეთი ტონით მელაპარაკებოდა, კიდე იქით გაბუტული და ნაწყენი იყო. მეთქი რავი, მოგეხსენებათ რა დროში ვართ და თქვენ შეიძლება არაფერ შუაში ხართ, მაგრამ ღამის ორ საათზე უცხო ნომრიდან რო მირეკავთ და არც ის ვიცი, ვისგან რას მიგზავნით, როგორ უნდა ვენდოთ-მეთქი. გიორგი თოფურიამ ჩამირიცხა ეს თანხაო, ჩამაწერინა თქვენი ნომერი და მანქანაში მიდევს 150 ლარის მარწყვი თქვენთვის ჩამოტანილიო )) კაი-მეთქი, ან ნომერი გამომიგზავნე მაგ ადამიანის, ან სქრინი ჩამიგდე ჩარიცხვის და იმის, თუ როგორ მოგწერა ამის შესახებ, ან თვითონ შემეხმიანოს-მეთქი.
რამდენიმე წუთში მირეკავს ისევ, უეჭველი უნდა მოგიტანოთო, ასე მითხრაო. არა, ვერაფერს ვერ მომიტანთ, რანაირად გგონიათ, რო ასე უცხო ადამიანს ამ შუაღამეს მოგიშვებთ ჩემამდე რაღაც აბსურდით-მეთქი და ეს ანგელოზის ტყავში გადაცმული ქოცი იხსნის ნიღაბს და იწყებს გინებას ტრადიციულად. მეც ვაგინე შეძლებისდაგვარად, ისეთ ადგილას ვარ, ხმას ვერ ავუწევდი და ცოტა გამიჭირდა, მაგრამ რაც შემეძლო, არ დავაკელი. გავუთიშე და შემდეგ დარეკვაზე გადავწყვიტე ჩავიწერ-მეთქი და სპიკერზე ჩავრთე. ამჯერად უკვე ისეთი ბინძური ენით გინებას მოჰყვა, რო აქამდე არცერთს არ უკადრებია მთლად ეგეთებიც. ვცადე გადამეფარა, მარა ბავშვი გამიგიჟდა ამ ყველაფრის მოსმენაზე.
ანუ, ტიპებს ეგონათ, რო 150 ლარის მარწყვზე დავ*ლევდებოდი და სადმე შევხვდებოდი? და მერე რას მიპირებდნენ, საინტერესოა.
ჩემს შვილს შევპირდი, რო ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდ მოგონებებად დარჩება და აუცილებლად მალე ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც ასეთ ზარებზე ეგრევე საშინელებებს აღარ ვიფიქრებთ. ამ ყლეებს კიდე სახელოვან დედმამისტყვნას ვპირდები! ეს ნაბიჭვრები ესენი.
გამარჯობა სამშობლო! მალე მოგაშორებთ ამ ბაღლინჯოებს, მალე დაგიბრუნდებთ სახეს!