რუსული კანონი

მაჭავარიანი: რამდენჯერაც ეცდებით ჩვენზე ბინძურ ზემოქმედებას, მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას

ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება უსამართლობას და აგენტურის ხელით ქვეყნის მართვას. არ ვაპირებთ გაგიტაროთ თქვენი არცერთი ამორალური გამოხტომა. კარგად იცოდეთ, რამდენი მცდელობაც გექნებათ გამოავლინოთ თქვენი ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებით ჩვენზე, განსაკუთრებით კი ჩვენი ოჯახის წევრებზე და მხარდამჭერებზე რაიმე სახის ბინძურ ზემოქმედებებს, ზუსტად იმდენჯერ მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას ჩვენგანაც და საზოგადოებისგანაც. 

საზოგადოებას კი ვპირდებით, რომ ჩვენ ვართ და ვიქნებით ამ ქვეყანაში მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის გარანტი. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარტიაში გამართული ბრიფინგზე. 

კომენტარები