რუსული კანონი

ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ პარტიებთან და ორგანიზაციებთან ტიტუშკებს აგზავნის

ქართული ოცნება

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა, დიტო სამხარაძემ, აღიარა, რომ თავად დგას ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მოქმედი ტიტუშკების უკან.

რეჟიმმა ბოლო თვეების განმავლობაში, შუაღამისას არაერთი პირბადიანი ჯგუფი გაგზავნა სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისის კედლებზე წარწერებისა და პოსტერების დასატანად.

"ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენ წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ ქართული ოცნების გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო რევოლუციის მსურველების ოფისებზე!

არასამთავრობოები:

1) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

2) თბილისი პრაიდი; 

3) საფარი;

4) მოძრაობა ნაბიჯი;

5) მოძრაობა სირცხვილია;

6) სასამართლოს გუშაგი;

7) მთის ამბები;

8) სტუდია მონიტორი;

9) მოძრაობა ტალღა;

10) სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (სოროსის ფონდი);

11) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

12) საერთაშორისო გამჭვირვალობა - ბათუმი;

13) მწვანე სექტორი - ბათუმი;

პარტიები:

1) ლელო საქართველოსთვის;

2) გირჩი-მეტი თავისუფლება;

3) გირჩი - დროა;

4) ლელო საქართველო - ახალგაზრდული;

5) ნაციონალური მოძრაობა - ცენტრალური;

6) ახალი - გვარამია მელია;

7) ენმ - ბათუმი;

8) ლელო - ბათუმი;

9) ახალი - ბათუმი." - წერს დიმიტრი სამხარაძე და თან ვიდეოს ურთავს, სადაც ჩანს, რომ აკეთებენ წარწერებს და ესვრიან სხვადასხვა ნივთს პარტიებისა და ორგანიზაციების ოფისებს.

ქართული ოცნების წარმომადგენლის აღიარებას გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი. წარწერები 31 მაისს ევროპული საქართველოს ოფისზეც იყო გაკეთებული.

"დიტო სამხარაძე თვითონ ავრცელებს პარტიების და ენჯეოების შენობაზე ვანდალიზმის ვიდეოს - ჩამონათვლით.

ევროპული საქართველო და მარო მაყაშვილი გამოუტოვებია ხალხის რეაქციით ჩა*მულს.

ნახეთ რა პრაგმატული და ეშმაკი *ლე ვყავარ დედაჩემსო.

იგივე ხალხია ცხადია ჩვენი კამერებიდან ამოღებულ ვიდეოშიც." - წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები