რუსული კანონი

"მონა და მოღალატე ხართ" – პარიზის აეროპორტში მოქალაქეებს ელისო ბოლქვაძე შეხვდათ

სოციალურ ქსელებში ვრეცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შეხვდათ მოქალაქეებს ქართული ოცნების დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე. მოქალაქეები დეპუტატს მოღალატესა და მონას უწოდებენ.

აქამდე ელისო ბოლქვაძემ მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას. 

"საფრანგეთში რატომ ჩამოხვედით, ეს ხომ აგენტების ქვეყანაა?" - ეკითხებიან მოქალაქეები ბოლქვაძეს.

დეპუტატი მომხდარს საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და მოქალაქეებს, რომლებმაც მას მონა და მოღალატე უწოდეს, "გამოჭენებით" დაემუქრა.

ბოლქვაძე თავდაპირველად წერდა: "იმ უმსგავს ხალხს, ვინც თავს უფლებას აძლევს პარიზის აეროპორტში  ისტერიკები გამართოთ როგორც ნამდვილმა ქაჯებმა გეტყვით რომ: უსახურები და საცოდავები ხართ! მონები და უსამშობლოები! გამოგაჭენებთ  მალე სამაგალითოდ!".

შემდეგ მან საკუთარი პოსტი განაახლა და ტექსტი ოდნავ შეცვალა: "ამ ქალს არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის! დღეს   ჩემს დანახვაზე პარიზის  აეროპორტში კივილი და შეძახილები ატეხა! კიდე იყვნენ მასთან ერთად სხვებიც და მალე გავარკვევთ მათ ვინაობასც! გეტყვით  რომ: უსახურები და საცოდავები ხართ! მონები და უსამშობლოები! გამოგაჭენებთ  მალე სამაგალითოდ!"

კომენტარები