მექსიკა

მექსიკაში მერობის კანდიდატი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი
befunky.com

მექსიკაში, ქალაქ კოიუკა დე ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ბარიენტოსი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებს ხვდებოდა, როდესაც უკნიდან უცნობი მიეპარა და კეფაში გლოკის სისტემის პისტოლეტიდან ესროლა. 

თავდამსხმელი სამართალდამცავებმა მოკლეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსის მკვლელობის მომენტია დაფიქსირებული. ვიდეოში 15-მდე გასროლა ისმის.

ბარიენტოსი რიგით მე-6 პოლიტიკოსია, რომელსაც გერეროს რეგიონში, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კლავენ.

კომენტარები