რუსული კანონი

საფრანგეთის საგარეო: ვგმობთ საქართველოში უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებას

lbcgroup.tv

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, ისინი ევროკავშირთან ერთად გმობენ საქართველოში უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რომელიც ევროკავშირის პრინციპებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია

"ევროპელ პარტნიორებთან ერთად საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რის მიმართაც ქართველმა ხალხმა აჩვენა ღრმა ერთგულება" - წერია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია. განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ შეინარჩუნონ და გააძლიერონ ხელსაყრელი გარემო და უსფრთხოება ქვეყანაში. 

კომენტარები