ვენესუელა

სანქციების გამო ვენესუელა ევროკავშირის საარჩევნო დამკვირვებლებს მოწვევას უუქმებს

ვენესუელამ ივლისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროკავშირის საარჩევნო დამკვირვებლებს მოწვევა გაუუქმა. ქვეყნის საარჩევნო კომისიის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 28 მაისს ევროკავშირმა ვენესუელას სანქციები დაუწესა.

"ისინი არ არიან ღირსნი ამ ქვეყანაში ჩამოვიდნენ... სანამ სანქციები აქვთ დაწესებული". - განაცხადა ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს (CNE) თავმჯდომარემ, ელვის ამოროსომ.

თავის მხრივ, ევროკავშირმა ვენესუელის საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.

ევროკავშირს ვენესუელაზე სანქციები 2017 წლიდან აქვს დაწესებული, რაც ქვეყნის მაღალჩინოსნებზე სავიზო შეზღუდვებს, აქტივების გაყინვასა და შეიარაღების შესყიდვაზე ემბარგოსაც მოიცავს.

თუმცა, ევროკავშირმა დროებით საარჩევნო მართვის ორგანოსთან დაკავშირებულ ოთხ პირს, მათ შორის ამოროსოს, სანქციები შეუჩერა, რათა 28 ივლისისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელი შეეწყო.

მოგვიანებით ვენესუელის მთავრობამ მიიღო კანონპროექტი, რათა ეროვნული საარჩევნო საბჭოსთვის არჩევნებზე ევროკავშირის საარჩევნო დამკვირვებლების მოწვევის გაუქმება ეთხოვა, რასაც 28 მაისს ევროკავშირის მხრიდან ხელახალი სანქციები მოჰყვა.

კომენტარები