მთავარი არხი

მთავარი არხის ჟურნალისტი 26 მაისს შაშხანით გადაღებული ფოტოს გამო გამოკითხვაზე დაიბარეს

მთავარი არხის ჟურნალისტი, ლადო მენაბდე 26 მაისს, კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ინფორმაციას ლადო მენაბდე მის პირად Facebook გვერდზე ავრცელებს. 

მენაბდე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, ტერორისტული აქტის მზადების მუხლზე აღძრა - მისი თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება

კომენტარები