2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. ღონისძიების ტრიუმფატორი ამერიკელი რეჟისორი შონ ბეიკერი გახდა, მისმა დრამამ Anora-მ ოქროს პალმის რტო მიიღო.
ბეიკერის ფილმის მოქმედება ნიუ-იორკის რუსულ უბანში, ბრაიტონ ბიჩში ვითარდება. სურათის მთავარი გმირი ემიგრანტი სექს-მუშაკია.
წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი გრეტა გერვიგი იყო. ფესტივალის მსვლელობისას საპატიო ჯილდო გადაეცა Star Wars-ის შემქმნელ ჯორჯ ლუკასს.
2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები არიან:
ოქროს პალმის რტო
Anora, რეჟ. შონ ბეიკერი;
გრან პრი
All We Imagine as Light, რეჟ. პაიალ კაპადაია;Payal KAPADIA
ჟიურის სპეციალური პრიზი
Emilia Perez, რეჟ. ჟაკ ოდიარი;
საუკეთესო რეჟისორი
მიგელ გომეში (Grand Tour)
სპეციალური ჯილდო რეჟისორს
მოჰამად რასულოფი (The Seed of The Sacred Fig)
საუკეთესო მსახიობი კაცი
ჯესი პლემონსი (Kinds of Kindness)
საუკეთესო მსახიობი ქალი
ადრიანა პაზი, ზოი სალდანა, კარლა სოფია გასკონი, სელენა გომესი (Emilia Perez)
საუკეთესო სცენარი
კორალი ფარგეტი (The Substance)
გამარჯვებულთა მთელ სიას გაეცანით ამ ბმულზე.





