კანის საერთაშორისო კინოფესტივალი

გრეტა გერვიგი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

გრეტა გერვიგი
Jordan Strauss/Invision/AP

ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი 2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს.

"ჩემთვის, როგორც სინეფილისთვის, კანი ყოველთვის იყო კინოს უნივერსალური ენის მწვერვალი. უცხოებით სავსე, ბნელ კინოთეატრში სრულიად ახალი ფილმის ნახვა ჩემი საყვარელი საქმიანობაა. უდიდესი პატივია კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეობა". – ამბობს გერვიგი.

გერვიგის ბოლო ფილმმა ბარბიმ მსოფლიო კინოგაქირავებაში 1.4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ამ დროისთვის რეჟისორი Netflix-თან ნარნიის ქრონიკების 2 ახალ ფილმზე მუშაობს.

2024 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.

კომენტარები