ლიტვა

ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტი ნაუსედა მეორე ვადით აირჩიეს

გიტანას ნაუსედა

26 მაისს ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ხუთწლიანი ვადით მეორედ აირჩიეს.

საარჩევნო კომისიის მიხედვით, საარჩევნო ოლქების 90%-ის დათვლის შემდეგ, ნაუსედას ამომრჩეველთა 76%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. შედეგად, მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ და ლიტვის პრემიერმინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ არჩევნებში დამარცხება აღიარა.

წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი თემა რუსეთის მხრიდან წამოსულ საფრთხეებთან მიმართებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იყო, რაშიც ნაუსედა ხისტი პოლიტიკის გატარებას ემხრობა.

გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ნაუსედამ მხარდაჭერებს განუცხადა, რომ იგი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე მუშაობას გააგრძელებს.

"ლიტვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება მყიფე ჭურჭელივითაა, რომელსაც ჩვენგან სათუთად მოვლა და გაბზარვისგან დაცვა სჭირდება". - განაცხადა მან.

საპრეზიდენტო არჩევნების ორივე კანდიდატი, ნაუსედა და შიმონიტე, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას ემხრობა, ლიტვის მშპ-ს 2.75%-დან 3%-მდე.

კომენტარები