დამოუკიდებლობის დღე

პრეზიდენტი მოქალაქეებს: ნუ მიეცემით უიმედობას, დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი მოყვანილია

ვიცი, რამდენად გტკივათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა, ვიცი დღეს რა განცდებითაც მისმენთ. მაშინ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ. ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია. დღეს ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. 

არაა შემთხვევითი, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს, ქვეყნის პრეზიდენტი იმ ემიგრაციის შვილია, რომელიც იბრძოდა და ამზადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, რომელიც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს. შეიძლება ისიც არ იყოს შემთხვევითი, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც მშვიდობიანად გაიყვანა შემოსული რუსის ჯარები.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. 

კომენტარები