რუსული კანონი

კობახიძე: პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ორი წლის განმავლობაში მშვიდობა შევინარჩუნეთ

გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2012-2014 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა. ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20%-ის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკდებლობის შერყევის მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. 

ხალხისა და მისი ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. 

თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე. 

კომენტარები