რუსული კანონი

რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს იურიდიული კომიტეტი 27 მაისს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს - მოტივირებულ შენიშვნებსა და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ორშაბათს, 27 მაისს განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული და დღის წესრიგის პირველ საკითხად სწორედ ესაა განსაზღვრული.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე". - თქვა ზურაბიშვილმა.

14 მაისს, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი.

 

კომენტარები