რუსული კანონი

ვარჰეის თქმით, კობახიძემ მისი სატელეფონო ზარი სრულად ამოიღო კონტექსტიდან

უნგრელმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, კობახიძემ მათი სატელეფონო საუბარი სრულიად ამოიღო კონტექსტიდან და იმგვარად წარმოაჩინა, რომ შეიძლებოდა საუბრის მიზნის მისინტერპრეტაცია.

"რადგან სრულად ინფორმირებული ვარ ქართველი ხალხის პროევროპული სენტიმენტის შესახებ, მსურდა ჩემი სატელეფონო ზარისას პრემიერმინისტრის ყურადღება გამემახვილებინა ისედაც მყიფე სიტუაციის არ გამწვავების მნიშვნელობაზე. ეს სიტუაცია გამოიწვია კანონმა, რომელიც გამოიწვევს უფრო მწვავე პოლარიზაციას და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციებს. ამ კონტექსტში, ბოლო ტრაგიკული ინციდენტი სლოვაკეთში მოვიყვანე იმის მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება საზოგადოება მიიყვანოს დიდმა პოლარიზაციამ ევროპაშიც კი" - წერს ოლივერ ვარჰეი. 

ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს აღნიშნული კანონი.

კომენტარები