რუსული კანონი

ლიტვის სეიმი ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილოს საპასუხო ზომები, თუ ოცნება ვეტოს დაძლევს

ლიტვის სეიმი

ლიტვის სეიმის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა საპასუხო ზომები უნდა მიიღოს. 

"სეიმი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილოს საპასუხო ზომები იმ შემთხვევაში, თუ საქარველოს მთავრობა დაძლევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, მიიღებს ამ კანონს და განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას" – წერია რეზოლუციაში.

ლიტვის პარლამენტი გმობს აქციებზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას და რუსული კანონის კრიტიკოსების ორგანიზებულ დაშინებასა და მათზე ფიზიკურ ძალადობას.

"სეიმმა კატეგორიულად დაგმო მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და აქციებზე მყოფი ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. ასევე, მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დისკრედიტაციის, დაშინებისა და პირდაპირი ფიზიკური ძალადობის ორგანიზებული კამპანია და განმარტა, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული მსგავსი ქმედებები მიუღებელია, კერძოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მქონე ქვეყნისთვის". – ვკითხულობთ რეზოლუციაში.

 

კომენტარები