რუსული კანონი

FP: დიდი ალბათობით, ოქტომბერში ევროკომისია არ დაადასტურებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს

მსვლელობა ქართული ოცნების ოფისისკენ, 3 მაისი
ფოტო: ტაბულა

Foreign Policy-ს ცნობით, თუ საქართველოს მთავრობა რუსულ კანონს არ გაიწვევს, ოქტომბერში შესაძლოა ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ დაუდასტუროს. ამ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ევროკავშირის მაღალი თანამდებობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

როგორც ცნობილია, ევროკავშირში განიხილავენ სხვადასხვა შემაკავებელ ზომებს იმ შემთხვევაში ქართული ოცნება რუსულ კანონს არ გაიწვევს. Foreign Policy-ს ცნობით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ დადასტურება მოვლენათა განვითარების ყველაზე შესაძლებელი სცენარია. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. 

კომენტარები