ირანი

კობახიძემ ირანის ელჩს პრეზიდენტის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა – საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძე ირანის საელჩოში
საქართველოს მთავრობა

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

"მთავრობის მეთაური დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა" - წერია მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

20 მაისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

კომენტარები