რუსული კანონი

კალაძე: არგუმენტების ნაცვლად, ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები

ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების გამჭვირვალობა - თურმე, ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა - ნუ, წარმოუდგენელია უბრალოდ ყველაფერი ეს

რა საკვირველია საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები - აღნიშნული დასკვნა, რომელიც იქნა გამოქვეყნებული გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით და არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, არანაირი შინაარსობრივი განხილვა არ ყოფილა და არანაირი განმარტება, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინ, 21 მაისს, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას რუსული კანონის შესახებ.

კომენტარები