რუსული კანონი

წილოსანი: ვენეციის კომისიის დასკვნა უფრო მეტად არეულობების მუხტის აწევას ემსახურება

სამწუხაროდ, როგორც მოველოდით, ვენეციის კომისიის დასკვნა უფრო მეტად ემსახურებოდა ქვეყნის შიგნით ამ რაღაც არეულობების მუხტის აწევას და არა ამ კანონთან დაკავშირებულ შინაარსობრივ შენიშვნებს.

თავისთავად, ჩვენი მხრიდან, აქამდე არსებული შეთავაზებაც, ნებისმიერი შინაარსის კუთხით ამ კანონის დახვეწასთან დაკავშირებით, ასევე დგას ძალაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ ვგებულობთ და ვერ ვიღებთ და ვერ მივიღეთ ამ დრომდე ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ მუხლების გაუმჯობესების ვერცერთი შემოთავაზება. იდენტურია ვენეციის კომისიის დასკვნაც.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რუსული კანონი უკან გაიწვიოს.

კომენტარები