ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ICJ-ის პროკურორები ნეთანიაჰუს, გალანტის და ჰამასის ლიდერების დაკავების ორდერებს ითხოვენ

ჰააგის სასამართლოში პროკურორები ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტ იოავ გალანტზე და ჰამასის სამ ლიდერზე, მათ შორის იაჰია ალ-სინვარზე დაკავების ორდერებს ითხოვს. ჰააგის სასამართლოს პროკურორის კარიმ კანის თქმით, სასამართლომ დაკავების ორდერები შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების ხელის შეშლისთვის და სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებისთვის უნდა გამოსცეს

ჰამასის ლიდერებიდან დაკავების ორდერს პროკურატურა ითხოვს იაჰია ალ-სინვარისთვის, მოჰამედ დეიფისთვის და ისმაილ ჰანიესთვის. როგორც ცნობილია, ჰანიე ამჟამად კატარში იმყოფება. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰააგის სასამართლოში პროკურორები ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ორდერს ითხოვენ. ისრაელი და აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები არ არიან, თუმცა ჰააგის სასამართლო თავის იურისდიქციას ავრცელებს ღაზის სექტორზე, აღმოსავლეთ იერუსალიმზე და დასავლეთ სანაპიროზე.

კომენტარები