ჩვენ აცდენილი ვართ ერთმანეთის ღირებულებებს - ჩვენთვის ევროპული ღირებულება არ გულისხმობს პარტნიორთან ჩასვლას, როგორც სტუმარი და იქაური ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოსვლას.
სტუმარ-მასპინძლობა ქართველებს სხვანაირად გვესმის - ჩვენ როცა სტუმრად ვართ, იქ პატივს ვცემთ მასპინძელს და მასპინძელ ხალს - როცა მასპინძელ ხალხს პატივს არ სცემ და გამოდიხარ რადიკალური ოპოზიციის მიტინგზე, ეს არის ქართველი ხალხის აშკარა და უხეში უპატივცემულობა.





