სარეკლამო კომპანია ლიმონში შსს და საგადასახადო სამსახური შევიდა - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, აკო კევლიშვილმა დაუდასტურა.
კევლიშვილის თქმით, მას არ შეუძლია ვრცელი კომენტარის გაკეთება, რადგან ამ წუთებში კომპანია ლიმონისა და USAID-ის გადასაღებ პავილიონში იმყოფება, სადაც შსს და საგადასახადო სამსახური ჩხრეკას ატარებს.
აღსანიშნია, რომ ჩხრეკას არ ესწრება ადვოკატი.
ადგილზე არ ჩანს და ვერ უკავშირდებიან კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, გიორგი ოკმელაშვილს - ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინიტროში მეტი დეტალის გარკვევა სცადა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტს მოიკითხავენ.