ევროვიზია 2024

ევროვიზიამ უკრაინის გუნდი აზოვსტალის მცველების მხარდამჭერი მაისურების გამო დააჯარიმა

უკრაინის წარმომადგენლები ევროვიზიაზე
Pravda.ua

2024 წლის ევროვიზიის ორგანიზატორებმა უკრაინის დელეგაცია აზოვსტალის მცველების მხარდამჭერი მაისურების გამო დააჯარიმეს.

ამის შესახებ უკრაინის გუნდის წევრი, ჰიპ-ჰოპ არტისტი alyona alyon წერს.

როგორც მომღერალი ამბობს, კონკურსის ორგანიზატორები მკაცრად აკონტროლებდნენ მონაწილეების დრეს კოდს. მაისურები წარწერით Free Azovstal Defenders (თავისუფლება აზოვსტალის მცველებს).

"დარბაზში შესვლის წინ ჩვენი გუნდის წევრებმა წარწერიანი მაისურები, სხვა, შავი ფერის მაისურების ქვეშ ამოიცვეს. ვიცოდით, რომ განმეორებითი ჩვენების დროს მონაწილეებსაც აჩვენებდნენ, კამერა რომ მოგვიახლოვდა სწრაფად გავიხადეთ უწარწერო მაისურები. ფინანსური ჯარიმით შემოიფარგლნენ. წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ჩვენი სამხედრო ტყვეების შესახებ შევახსენეთ". – წერს alyona alyona.

კომენტარები