მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ელჩებო, ძვირფასო სტუმრებო!
დღეს, ტრადიციულად ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას!
დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას.
ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს - სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც!
მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეს ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან.
სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები წლებია შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასოდეს ყოფილა ასე ახლოს. სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები, მრავალმა კადრმა შემოინახა - როგორ შეიძლება, მათი შემხედვარე იგივე მიზანს არ ემსახურო?!
ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!
შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ - გილოცავთ ევროპის დღეს!