არჩევნები 2024

სააკაშვილი: არჩევნები დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს

ამ რთულ დღეებში საჭიროა შემდეგი მომენტების გათვალისწინება:

არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება შეცდომა იქნება, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მისი გაყალბება დააანონსა.

თუ არჩევნებს ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთი გადაყლაპავს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ. შემოდგომაზე აშშ-ში არჩევნებია და საქართველოსთვის აღარავის ეცლება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ის მოუხსნის მას სანქციებს, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი მანამდე მას დაასანქცირებს.

რუსეთი მოკლე დისტანციაზე უფრო სუსტია, მას აბნევს და აშინებს მოულოდნელობა, სპონტანურად შექმნილი ვითარება, ისეთი, ჩვენთან რომ არის ახლა. გრძელ დისტანციაზე, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, ინფორმაციის გაყალბებით, ადამიანების მოსყიდვით, რუსეთი ძალას იკრებს და მისი გამარჯვების შანსი იზრდება. ჩვენთვის ეს წაგებულ თამაშში შესვლაა ეს შანსი რუსეთს  არ უნდა მივცეთ.

თავის დროზე, იანუკოვიჩმა დასავლეთს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის არჩევნების 6 თვით გადავადების უფლება მიეცათ. დასავლეთიც და უკრაინის ხელისუფლებაც ამას დათანხმდნენ. ერთადერთი, ვინც არ დათანხმდა, იყო აჯანყებული მაიდანი და შედეგად იანუკოვიჩი გაიქცა. ასე რომ არ მომხდარიყო, უკრაინა დიდი ხნის უკან, იმ 6 თვეში, პუტინს უკვე გადაყლაპული ექნებოდა.

აუცილებელია, ყველა ამ პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ხალხს დიდი ძალა აქვს.

წერს Facebook-ზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები