რუსული კანონი

შსს: რეზინის ტყვიები არ გამოგვიყენებია

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, უწყებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სამართალდამცველები იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის.

"მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როდესაც სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ დაიცვას შემობა უნებართვო შეჭრისგან" - განაცხადა დარახველიძემ.

შს მინისტრის მოადგილე მოუწოიდებს აქციის მონაწილეებს, "შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში". მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, "პოლიცია იძულებული იქნება, გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა".

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 17:00 საათიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს ესვრის. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

კომენტარები