რუსული კანონი

დუგინი: საქართველო სწორ გზაზეა, ჩვენც ეს გზა გავიარეთ

პუტინის პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა საკუთარ ტელეგრამ არხზე კომენტარი გაავრცელა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის რეინიცირებას ეხება. დუგინის თქმით, საქართველო სწორ გზაზეა და რუსეთმაც სწორედ ეს გზა გაიარა

"თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. რამდენი ლიბერალური აგენტი რჩება საზოგადოების სიღრმეში - ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. მაგრამ ღვთის დახმარებით ჩვენ მათ გავწმენდთ" - წერია ალექსანდრ დუგინის განცხადებაში. 

 

კომენტარები