აშშ-ისრაელი

CNN: აშშ ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმარება

ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი და ისრაელის ანტი-სარაკეტო "რკინის გუმბათი" აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო წვრთნაზე, 2018
Jack Guez/AFP via Getty Images

CNN-ის ანგარიშის მიხედვით, აშშ ისრაელს ირანული რაკეტების და დრონების ჩამოგდებაში დაეხმარება. როგორც ცნობილია, ამერიკული დაზვერვა ირანიდან ერთდროულად სხვადასხვა სამიზნის მიმართულებით რამდენიმე ათეული რაკეტის და დრონის გაშვებას ელის.

აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ირანის მასიურ თავდასხმაში შესაძლოა ირანის მარიონეტული ძალები ჩაერთონ. 

დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილი იერიშის და IRGC-ის გენერლების მკვლელობის გამო ისრაელი ირანიდან საპასუხო დარტყმას უკვე კვირაზე მეტია ელის. ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსის ჰერცი ჰალევის თქმით, ისრაელი მოვლენების განვითარების ყველა სცენარისთვისაა მზად. 

კომენტარები