რუსული კანონი

ბრიტანეთის საელჩო რუსულ კანონზე: დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია კანონის ხელახალი წარდგენით

ტაბულა

დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით. 

"გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან პარტნიორობის ძირითადი საყრდენია. შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა " - წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გააგრძელებს მხარდაჭერას იმ რეფორმების განსახორციელებლად, რაც საჭიროა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

კომენტარები