ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისის დედა: გულით და სულით მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს

სულ მჯეროდა, რომ ჩამოვედი ნოემბერში, იქიდან მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს. ისეთი არასამართლიანი იყო ეს მიდგომა ლაზარეს მიმართ, ყველას დასანახად ისჯებოდა. დაიწყო მისი გაშავების პროპაგანდით, ძალიან უსიამოვნო იყო ეს პროცესი. გულით და სულით მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე მას შეიწყალებდა. მინდა, რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ყველა ჟურნალისტს, ყველა იმ ადმაიანს, რომელიც გვერდში მედგა ამდენი ხნის განმავლობაში. 

ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე TV ფორმულას ეთერში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ლაზარეს შეწყალებას აპირებს.

კომენტარები