რუსული კანონი

ოზურგეთის თეატრს ხელმძღვანელის ყურის აწევის არ შეეშინდა

რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას! - ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობებმა სცენაზე რუსეთის საწინააღმდეგო პოსტერი გამოიტანეს.

11 აპრილს ოზურგეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ თქვა, რომ მასთან რომ ვინმემ სხვა მსახიობების მსგავსად რუსული კანონის პროტესტი გაბედოს - ყურით გაათრევს სცენიდან.

"ხვალ ვინმემ რომ მოინდომოს, ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეოროს, სცენაზე გავალ, ყურში ხელს წავავლებ და გარეთ გამოვათრევ". - ამბობდა ჩიგოგიძე.

კომენტარები