ახალი რუსული კანონი

IBSU-ს თვითმმართველობა რუსულ კანონზე: "არა რუსულ კანონს" – ერთად შევუერთდეთ პროტესტს

IBSU self-governance

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნების საკითხს ეხმაურება. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, რა თქმა უნდა, კვლავ მტკიცედ ამბობს - "არა რუსულ კანონს".

ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობასა და სტუდენტური ძალის მნიშვნელობას, სწორედ ამიტომ

მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ და ერთად შევუერთდეთ პროტესტს. ერთად ვებძოლოთ ყველაფერს, რაც ევროპულ გზაზე სვლაში მავნებლურად გვიშლის ხელს.

საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

თითიეულ ჩვენგანს, ბოლომდე გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია" - წერს სტუდენტური თვითმმართველობა სოციალურ ქსელში. 

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე 8 აპრილს დაარეგისტრირა.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები