აშშ-ისრაელი

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელში ჩავიდა

Defense Ministry/Shachar Yurman

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელში ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ მაიკლ კურილა კონსულტაციებს გამართავს ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ისრაელის სხვა წარმომადგენლებთან. უახლოეს პერიოდში ირანის მხრიდან ისრაელზე მასშტაბური თავდასხმაა მოსალოდნელი. 

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს და ისრაელის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებს შორის ბოლო კვირის მანძილზე კომუნიკაცია ძალიან ხშირია, რადგან ერთობლივად მუშაობენ ისრაელის უსაფრთხოების მყისიერ რისკებზე. 

აშშ-მ 10 აპრილს ანგარიში გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც, ირანის საპასუხო თავდასხმა ისრაელზე მხოლოდ დროის საკითხია და უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ირანის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ისრაელს დამასკოში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 13 წევრის, მათ შორის 2 გენერლის მკვლელობისთვის შესაბამის პასუხს გასცემდნენ.

კომენტარები