ევროპის ჩემპიონატი

EURO 2024-სთვის WIZZ AIR-ი დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენებს ამატებს

Wizzair-ის ცნობით, ქუთაისი-გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობა EURO 2024-ზე, საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის გაიზრდება. 

რეგულარული რეისების გარდა, ქუთაისის აეროპორტიდან 6 რეისი შესრულდება გერმანიის მიმართულებით, 18, 19, 26 და 27 ივნისს დორტმუნდში, ხოლო  22 და 23 ივნისს ჰამბურგის მიმართულებით.

ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizzair რეისებს ფიქსირებულ ფასად შეასრულებს. თითოეული რეისი 199 ევრო ეღირება.

ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO 2024-ზე, შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, Wizz Air ის ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.

კომენტარები