აქციები

აქციაზე დაკავების შემთხვევაში არასამთავროები მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

საქართველოს იურისტთა ასოციაცია

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აქციაზე დაკავების შემთხვევაში მოქალაქეებს უფასოდ იურიდიული დახმარების გაწევას სთავაზობენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცხელი ხაზის ნომერი გაავრცელა - 577 070 563.

თბილისში ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმართება. ამავდროულად, მეორე აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან, სადაც ქართული ოცნება ხელახლა იწყებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ პროცედურებს.

კომენტარები