აქციები

სირცხვილია: სუს-ის შენობასთან ჩვენი ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი უკანონოდ დააკავეს

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სირცხვილიას ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი დააკავეს. 

"ამ წუთებში ბათუმში, სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე უკანონოდ დააკავეს “სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი.

სუს-ის დავალებით პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს". - წერს სირცხვილია.

ტაბულა დეტალების გადამოწმებას შსს-ში ცდილობს.

კომენტარები